მოგესალმებით
ძვირფასო კოლეგებო,
ICAE-2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, გულითადად გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე "გამოყენებითი ეკოლოგია: პრობლემები, სიახლეები" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2015 წლის 7-10 მაისს (თბილისი–ბათუმი). კონფერენციას მასპინძლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – გეოგრაფიის დეპარტამენტი – გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტი.
კონფერენციის მიზანია გამოყენებითი ეკოლოგიის, გეოეკოლოგიისა და გარემოს კვლევის მრავალ ასპექტში ცოდნის, გამოცდილებისა და კვლევის შედეგების ურთიერთგაზიარება.
ICAE-2015-ის საერთაშორისო სამეცნიერო მრჩეველთა კომიტეტის მიერ მიღებული მოხსენებები (ინგლისურენოვანი სტატიები) დაიბეჭდება კონფერენციის შრომებში (Proceedings ICAE-2015). შერჩეული ნაშრომებისათვის შეთავაზებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის American Journal of Environmental Protection (AJEP) სპეციალური გამოშვება (გამომცემლობა: SciencePG).
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონფერენციის ელ-ფოსტაზე: icae-2015@tsu.ge
მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო კონფერენციის თავმჯდომარე. გთავაზობთ შემოგვიერთდეთ ICAE-2015-ის მუშაობაში. იმედია, თქვენი მონაწილეობა საინტერესო და სასარგებლო იქნება.
სიამოვნებით ველით შესაძლებლობას მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ 2015 წლის მაისში.
საუკეთესო სურვილებით,
პროფ. ლია მაჭავარიანი ICAE-2015-ის თავმჯდომარე, საორგანიზაციო კომიტეტის სახელით |